მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუკი ადამიანმა არ იცის რომ ინფიცირებულია და აიცრა, ეს კოვიდის მიმდინარეობას არ ამძიმებს“ - თამარ ჟამურაშვილი

„მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“
1630087310
COVID-19

გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა თამარ ჟამურაშვილმა სატელევიზიო ეთერში, საზოგადოების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების პერიოდში ვაქცინაცია კოვიდს არ ართულებს.

„ლოჯისტიკურად შეუძლებელია ყველა ადამიანისთვის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება აცრის წინ. არ არის საჭირო წინასწარ ანტისხეულების გამოკვლევა და პისიარ ტესტის გაკეთება. თუ პაციენტს აქვს კოვიდი და აიცრა, აცრა ამ დროს კოვიდის მიმდინარეობის პროცესს არ ამძიმებს.

თბილისის ქუჩებში ძალიან ცოტა ადამიანი დადის, რომელსაც პირბადე უკეთია. აცრილებს, ისევე, როგორც აუცრელებს, აუცილებლად სჭირდებათ პირბადე და დისტანცია, სანამ მოსახლეობის 60 პროცენტი, საუკეთესო შემთხვევაში 80 პროცენტი მაინც იქნება აცრილი, ამ შემთხვევაში მოგვეცემა საშუალება ვიცხოვროთ, ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით. სანამ ამ რაოდენობას არ მივაღწევთ, აცრილებმა, ისევე, როგორც აუცრელებმა, აუცილებლად უნდა ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. ვაქცინაცია არ ნიშნავს იმას, რომ 100%-ით ხარ დაცული ინფიცირებისგან, მაგრამ მინიმუმ 99%-ით დაცული ხართ სიკვდილისგან“, - აცხადებს თამარ ჟამურაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“