მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინას კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, ის გვიცავს კოვიდ ინფექციისაგან და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში“ - მეუფე საბა (ვიდეო)

მეუფე საბა ზიარებისას
1629829961
COVID-19

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი მეუფე საბა ინწკირველი მიმართავს ექიმებს და მადლობას უხდის მათი საქმიანობისათვის. ის აცხადებს, რომ საზოგადოებამ ექიმებს უნდა მოუსმინოს. მისი თქმით, ვაქცინაცია არ არის რელიგიური საკითხი.

„ადამიანები, რომლებიც სხვანაირად ფიქრობენ, ისინიც ჩვენი ეკლესიის შვილები არიან და ალბათ დეზინფორმაციული ცნობებიდან გამომდინარე ფიქრობენ სხვაგვარად. ექიმები, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგი არიან, ისინიც გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე.

უნდა ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილება არის ერთი, რომ ეს არ არის რელიგიური საკითხი და ვაქცინას არანაირი კავშირი არ აქვს ანტიქრისტეს ბეჭედთან, არამედ ის გვიცავს კოვიდ ინფექციისაგან და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა მეუფე საბამ.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ კურთხევის მიცემაზე, არის საკითხები, რომლებსაც მოძღვართან არ ვათანხმებთ, მათ შორის არის მკურნალობის საკითხები: ოპერაცია სად გავიკეთოთ, როგორ ვიმკურნალოთ და ასე შემდეგ, ჩვენ მოძღვართან მივდივართ სულიერი საკითხებით. მოუსმინეთ ექიმებს და მათ დარიგებებს და თუ გვინდა, რომ ამ ომში მივიღოთ მონაწილეობა, დავეხმაროთ მსოფლიოს, რომ დაძლიოს ეს ვერაგი ვირუსი“, - განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.