მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 55 წელს ზემოთ პირებს დღეს 18:00 საათიდან შეეძლებათ

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1617356024
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს 18:00 საათიდან 55 წელს გადაცილებულ პირებს ვაქცინაციისთვის რეგისტრირება შეეძლებათ. 

როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადამიანების აცრა 5 აპრილიდან დაიწყება.

„დღეს ექვს საათზე გაიხსნება რეგისტრაციის შესაძლებლობა 55 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ჩაეწერებიან რიგში აცრისთვის და მისვლის შესაძლებლობა ექნებათ 5 აპრილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ აღნიშნულ ვებგვერდზე: booking.moh.gov.ge

ინფორმაციისათვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით 1 077 ადამიანი აიცრა.

2 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 8 909 ადამიანია აცრილი.

იხილეთ აგრეთვე:

✅ჩაიკეტება თუ არა ქვეყანა აღდგომის დღესასწაულზე? - თამარ გაბუნიას განმარტება

✅როდიდან არის მოსალოდნელი ეპიდვითარების გაუმჯობესება - თამარ გაბუნიას განმარტება

✅„წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა“- ამირან გამყრელიძე