მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაქცინაციის გეგმის განსახორციელებლად 64 მილიონიდან 158 მილიონამდეა საჭირო - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე 2020
1611219494
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ისაუბრა იმ ფინანსურ მხარეებსა და საჭიროებებზე, რაც ვაქცინის შემოტანასა და ვაქცინაციის დაწყებისთვის არის საჭირო. 

მისი თქმით, მინიმალური ფინანსური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარია, ხოლო მაქსიმალური ღირებულება გახლავთ 158 მილიონი ლარი. 

„რა არის ის ფინანსური საჭიროება რაც გეგმის განხორციელებისთვის უნდა გვქონდეს მზად?

შეფასებული მინიმალური ფინანსური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი, ხოლო მაქსიმალური ღირებულება გახლავთ 158 მილიონი ლარი.

განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან მოგეხსენებათ ვაქცინის ფასი შესაძლოა მერყეობდეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში ამგვარად ეს ბიუჯეტური განსხვავება უკავშირდება ვაქცინის ფასს."- განაცხადა გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა ძირითადი რესურსის მობილიზების თაობაზეც. თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე მოახერხა ის, რომ ნაწილი ამ თანხის ბიუჯეტიდან გადაიხადა „კოვაქსის“ პლატფორმაში, რაც ჩვენ გვაძლევს გარანტიას რომ მოსახლეობის 20 პროცენტი ვაქცინას მიიღებს.

„დამატებით იქნება კიდევ საჭირო რესურსი სხვადასხვა წყაროდან, ერთ-ერთი ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის სასესხო ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მალე უკვე ამოქმედდება და წლის ბოლომდე მოგვცემს საშუალებას ბიუჯეტურად სრულად მოვიცვათ რაც გვჭირდება."- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მთავრობას წარედგინა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმა, რომელიც უკვე დამტკიცდა.

იხილეთ აგრეთვე:

❗„ვაქცინაციის გეგმა დამტკიცდა“ - ეკატერინე ტიკარაძე

❗„ვაქცინაციის გვერდით მოვლენებზე მკაცრი მონიტორინგი დაწესდება“ - თამარ გაბუნია

❗477 თბილისი, 164 იმერეთი - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში