მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1628143310
COVID-19

„ტემპი, რომლითაც საქართველო ვაქცინაციის მხრივ ამ დროისათვის წინ მიიწევს, არ არის საკმარისი“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„დღეს შესაძლებლობა გვაქვს მოქალაქეებს ვაქცინაცია შევთავაზოთ როგორც სტაციონარებში, ისე პირველად ჯანდაცვის ცენტრებსა და სპეციალურად შექმნილ სივრცეებში, სადაც ძირითადად „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ადმინისტრირება.

თუმცა „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე შექმნილ ცენტრში უკვე შესაძლებელი იქნება „ფაიზერის“ გამოყენებაც. ასეთივე შესაძლებლობა არის უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზეც.

ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა აცრილი ადამიანების რაოდენობა და ბოლო დღეების განმავლობაში სტაბილურად ფიქსირდება ყოველდღიურად 15 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც მიმართავს ზემოაღნიშნულ ცენტრებს. ჩვენი სამიზნე ​ იმუნიზაციისთვის მოსახლეობის 60%-ია, თუ დავთვლით წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდს, ეს ციფრი საკმარისი არ არის“, - განაცხადა ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა ეპიდვითარება, შეზღუდვების საკითხს დავაყენებთ“

👉 „შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია“