მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაზა წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინების წარმოება გაიზარდოს

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1613474999
COVID-19

„ახლა ნელ-ნელა საწარმოების გადაწყობა ხდება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს, ევროპული ბიუროკრატიის გამო. როგორც მათ აღნიშნეს დაგვიანდა მწარმოებლებთან კარგი კონტრაქტების დადება და აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებმაც გადააფასეს თავიანთი შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო და ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს.

„ევროპაში დეკემბერში დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, 27 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნებმა მიიღეს Pfizer-ის პირველი ვაქცინა და ამის შემდეგ დაიწყო ვაქცინაცია. შემდეგ, მეორე ეტაპზე ევროკავშირის ქვეყნები ელოდებოდნენ, იყო კონტრაქტი AstraZeneca -სთან, რომლის შემოსვლაც უნდა დაწყებულიყო იანვარში, მაგრამ უეცრად AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოების ის მოცულობა, რომლითაც შეეძლოთ შემოეტანათ ვაქცინების შესაბამისი რაოდენობა, კერძოდ 100 მლნ დოზა, მათ თქვენს რომ მხოლოდ 60%-ის შემოტანა შეეძლოთ.

გამოსავალი არის ის, რომ პირველი - ამ ეტაპზე გამოჩნდა სხვა ვაქცინებიც, რომლებსაც შემოაქვთ განაცხადები ევროკავშირსა და აშშ-ში, ალბათ შემდეგ ჯანმოშიც შემოიტანენ. ვივარაუდოთ, რომ ეს შექმნის მრავალფეროვნებას და ვაქცინების დამატებით რესურსს და მეორე - ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, მაგალითად გერმანიამ გამოყო დამატებითი ხარჯები, რომ ახალი ქარხნები გაიხსნას ვაქცინების წარმოებისთვის.

გერმანიაშიც და ბელგიაშიც ახლა ცდილობენ ახალი ქარხნები გახსნან Pfizer-ის და AstraZeneca -ს, თუ სხვა ვაქცინის. ასევე არის მესამე გზა - თუ ზოგიერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელიც თვითონ არ აწარმოებს ვაქცინას შესთავაზა თავისი სიმძლავრეები ვაქცინის მწარმოებლებს და უთხრა, რომ კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ ჩვენი ქარხნები გამოიყენოთ ვაქცინის ჩამოსასხმელად, ვინაიდან ყველა თანხმდება, რომ თუ არ გაიზრდება წარმოებული ვაქცინების მოცულობა, მაშინ ქვეყნები ვერ შეძლებენ მოიცვან 70-80% და ყველამ იცის, რომ ამ შემთხვევაში ეკონომიკის გახსნა ძალიან გაჭირდება. იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო და ევროპაც ახლა ცდილობს ეკონომიკის გახსნას, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის წარმოება გაიზარდოს“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა.

მისი თქმით, მომავლის წლის ზაფხულამდე მსოფლიო მოსახლეობის 85%-ის აცრა არის გასაზღვრული, რაც ნორმალური ცხოვრების რიტმის დაბრუნებას ნიშნავს.

„გარკვეული ქვეყნები რომ აიცრას, ან ევროკავშირი რომ აიცრას, ან აშშ, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიო აცრილი იქნება, ვინაიდან ჩვენ გვრჩება დიდი კონტინენტები მაგალითად - აზია და აფრიკა, სადაც ჯერ არც კი დაწყებულა ვაქცინაცია, შესაბამისად, იმის თქმა, რომ პანდემია კონტროლის ქვეშაა შეუძლებელი იქნება.

წარმოებაც ამდენი ვაქცინის, რომ მთელი მოსახლეობა მსოფლიოსი ორჯერ აცრა, თქვენ იცით, რომ ვაქცინა ორდოზიანია, ძალიან ძნელია. მომავალი წლის ზაფხულამდე თვლიან, რომ მთელი მსოფლიოსთვის ეს ძნელი იქნება, შეიძლება პატარა გახსნები იყოს ევროკავშირის ქვეყნებში ან გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ მთლიანობაში ეს ცოტა რთული მისაღწევია,“- განაცხადა ზაზა წერეთელმა.