ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დასაქმებულთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს და ამით ბიზნესი არ შეიზღუდება.
„მე შრომის მინისტრი არ ვარ მხოლოდ ბიზნესისთვის, მინისტრი ვარ დასაქმებულებისთვისაც, ამიტომ ვთვლი, რომ სარგებელი ორივე მხარეს უნდა იყოს და სარგებელი უნდა ნახოს აგრეთვე დასაქმებულმაც. ამით ბიზნესი არ იზღუდება და რა თქმა უნდა, კოდექსში შესატანი ცვლილებები მომწონს“, - აღნიშნა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ინფორმაციისთვის, პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს განიხილავს, რომელიც შემდეგი საკითხების მოწესრიგებას გულისხმობს: დისკრიმინაციის აკრძალვა; სტაჟიორების სამართლებრივი სტატუსი; სამუშაო დრო; ზეგანაკვეთური სამუშაო; ორსულობის და მშობიარობის შვებულება; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.