ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო

საქართველო რეგიონში
პირველი ქვეყანაა, რომელიც
აცხადებს, რომ ტურისტული
ინდუსტრია იქნება ყველაზე
მეტად უსაფრთხო
1620225273
დაკოპირებულია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების და სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა ორგანიზებული ვაქცინაციის შესაძლებლობები და დარგის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც აცხადებს, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე მეტად უსაფრთხო და მზად არის, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული აცრილი თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს.

„დღეს გვქონდა პირველი, ტექნიკური სამუშაო ხასიათის შეხვედრა. ვისაუბრეთ, როგორ წარვმართოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს ის მეტად კომფორტული და ოპერატიული, ვინაიდან ტურისტული სეზონი უკვე დაწყებულია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე იმ სასტუმროებსა და რესტორნებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესი ნაწილი იქნება აცრილი,უკვე ვთავაზობთ ისეთ სარგებელს, როგორიცაა საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით.

ეს ნიშნავს, რომ თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული, ვინაიდან საერთაშორისო ტურისტები ეძებენ სწორედ ისეთ ქვეყნებს, სადაც ტურისტული, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხოა და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამ გამოავლინა მზადყოფნა და ბევრმა დამსწრე, სასტუმრომ თუ რესტორანმა გაიზიარა თანამშრომლების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის ინიციატივა.

„ძალიან საინტერესო იდეები მოვისმინეთ. წამოვიდა წინადადება, შეიძლება თუ არა გავრცელდეს ეს პრიორიტეტული ვაქცინაცია არამარტო თანამშრომლებზე, არამედ სურვილის შემთხვევაში მათი ოჯახის წევრებზეც და ჩვენ ამ თვალსაზრისით აღვუთქვით დახმარება.

ასევე აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა და იმ რეგიონებში, უშუალოდ ამ ობიექტების მახლობლად იქნება ძალიან მაღალ დონეზე მოწყობილი ვაქცინაციის ცენტრები, რა თქმა უნდა, ძალიან უსაფრთხო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის დახმარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ექსპრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა.

1623733660

ევრო 2020-ის მე-4 სათამაშო დღე ესპანეთსა და შვედეთს შორის უგოლო ფრით დასრულდა.

1623705246

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144
ელექტროენერგიის მიწოდება

15 ივნისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომა...

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი...

„20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ოპერაციას გეგმავდნენ გიორგი გახარია და...

„გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.