„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორსა და დაცვის მხარეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
დარჯანიამ დაცვის მხარეს მიმართა და განუცხადა, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია და ომშიც არის ნამყოფი.
„29 წელია ვატარებ აიმ ამ მოწმობას. მინდა გაჩუქოთ თქვენ, მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი. ომი მაქვს გავლილი. წელიწადი და სამი თვე დაბომბვებში ვცხოვრობდი, თქვენგან განსხვავებით რუსთაველზე არ ვყოფილვარ. დარწმუნებული ვარ ომში კი არა, ჯარში არ იყავით არცერთი“, - მიმართა დარჯანიამ დაცვის მხარეს.
დარჯანიას განცხადებას მელია გამოეხმაურა. „ვის ეუბნებით? პროკურორი საუბრობთ თუ შოთაძე“.
ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის გამოყენებით 23 თებერვალს დააკავეს.
იხილეთ აგრეთვე: