მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი

გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მისთვის შეფარდებული გირაოს თანხის გადახდისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ფართოდ მეღიმება, როცა ვიღაც ამბობს გირაო გადაიხადოსო. ჯერ ერთი გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს. გირაოს ამბავი წარსულს ჩაბარდა, ანულირებულია, პატიმრობა მაქვს შეფარდებული და ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია.

გირაოს გირაოს გადახდას კიარა, ხარკს ითხოვენ თავისუფლებისთვის და ამაზე ვხალისობ. გამოსასყიდის გადახდა კი არა უკანონო პატიმრობაში ვარ და შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი ნამდვილად პროტესტის ნიშნად, იმიტომ, რომ უკანონო პატიმრობაა, ისევე როგორც გირაო. ამაზე ვფიქრობ და არა გამოსასყიდის გადახდაზე“, - აღნიშნა ნიკა მელიამ სატელეფონო ინტერვიუში.

მისი თქმით, ვიღაც ვინც მისთვის შეფარდებული გირაოს თანხას გადაიხდის მისი კეთილისმოსურნე ვერ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იგი ამ დროისთვის რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში სპეცრაზმის გამოყენებით 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.