მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით უნდა მიმართოს“ - ადვოკატი

ნიკა მელიას ადვოკატი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან შესახვედრად ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ნიკა მელიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ ქეისად არის აღიარებული, რის გამოც პროკურატურა ვალდებულია სასამართლოს მისი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართოს.

„პროკურატურას აქვს უამრავი ინსტრუმენტი. მით უმეტეს, ნიკა მელიას ქეისი აღიარებულია, როგორც პოლიტიკური აღქმის მქონე სისხლის სამართლის საქმე.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ინსტრუმენტი, ვალდებულება აქვს სახელმწიფოს და მე ვგულისხმობ, პირველ რიგში პროკურატურას, რომ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია გათავისუფლდეს უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გიორგი ვაშაძე: ამნისტიის კანონი მაინც უნდა მივიღოთ, მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და არც თავდებობით

👉 „გამოვალ და ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს სათანადო ყურადღებას მივაქცევ“ - მელია

👉 „თუ „ქართული ოცნება“ კანონპროექტში დამნაშავეებს ჩაწერს, ოპოზიციას მივმართავ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღონ“- მელია