„არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლებას ძალის დემონსტრირება საკუთარ წარმატებად მიაჩნია.
„ალბათ, ესეც არის მიზანი... საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია წარმატება, ამ დროს კი 1 ვაქცინაც არაა შემოტანილი ქვეყანაში, ფასები ძვირდება და ხალხი შიმშილის ზღვარზეა“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ბაიდენის მრჩეველი: საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. მას აეროპორტში ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი იმის დასტურია, რომ საქართველო ევროკავშირის ახლო მეგობარია.
„წარმოგიდგენთ სააკაშვილის ორმაგ სტანდარტს, მის ორმაგ სახეს, რას ამბობდა როცა ხელისუფლებაში იყო და რას ამბობს როცა ქვეყნიდან სამარცხვინოდ არის გაგდებული. მის გულწრფელობაზე დასკვნები თავად გამოიტანეთ,“ - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს.
პირველი მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.
პირველი მარტიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე, გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით - ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას ეხმაურება.
„ამ პატივცემულს ალბათ საკუთარი სიტყვები და პოლიტ შეხედულებებიც კი ავიწყდება“, - ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აზიარებს, სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების - ნენსკრას, ხუდონის და ნამახვანის დაწყების წელია.
„მარტო ჩვენ არ ვართ ამ დღეში. ყველაზე არასახარბიელო დღეში ე.წ. საშუალოშემოსავლიანი ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომლებიც ვერ სარგებლობენ ძალიან ღარიბი ქვეყნებისთვის არსებული შეღავათებით და ასევე არ აქვთ უსაზღვრო რესურსები, რომ ნებისმიერ ფასად ვაქცინა შემოიტანონ“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„ცუდას რად უნდა მტერობა კარგია მუდამ მტრიანი” - ნოდარ მელაძის გუშინდელმა სიუჟეტმა აღნიშნული ფრაზის მართებულობაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. როგორც ყველა სფეროში, ჟურნალისტიკაში არსებობს გარკვეული სტანდარტები და ეთიკის ნორმები, რომლის დაცვაც ყველა ჟურნალისტის ვალდებულება წარმოადგენს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ტვ პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი პარლამენტარის ლექსო თამაზაშვილის კავშირებზე ისაუბრეს.