მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება მოხდება

ფაიზერის საბოლოო ლიცენზირება

ამერიკის შეერთებული შტატების წამლების და საკვები პროდუქტების სააგენტო ორშაბათს, 23 აგვისტოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ფაიზერის საბოლოო ლიცენზირებას გეგმავს. ამის შესახებ The New York Times იუწყება.

ამჟამად, ბოლო დეტალების შეთანხმება და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართული პირები არ გამორიცხავენ, რომ ავტორიზაციის პროცესის საბოლოო დასრულება შეიძლება ორშაბათს ვერც მოესწროს, რადგანაც ზოგიერთი კომპონენტის შესწავლას, შესაძლოა, მეტი დროს დასჭირდეს.

აქამდე ფაიზერის, ისევე როგორც მოდერნას ვაქცინებს, აშშ-ის ტერიტორიაზე გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენების სტატუსი ჰქონდათ, ექიმები იმედოვნებენ, რომ ოფიციალური ლიცენზიის მიღების შემდეგ ამ პრეპარატით აცრის მსურველთა რაოდენობა გაიზრდება.

მოდერნას ვაქცინას, ასევე, ჯერჯერობით მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების რეგისტრაცია გააჩნია. ფაიზერის მიერ ლიცენზიის მიღების შემდეგ იგივეს მოდერნაც შეეცდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოდერნას საბოლოო ლიცენზირებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.