მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაბულში მესამე ტერაქტი მოხდა - იზრდება დაღუპულთა რიცხვი (ვიდეო)

მესამე აფეთქება ქაბულის აეროპორტში

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან მესამე ტერაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ში სხვადასხვა სამოქალაქო პირები ავრცელებენ.

უკანასკნელი მონაცემებით, აფეთქებების სერიას ქაბულში 10 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ჯამში გარდაცვლილია 60 და დაშავებულია 140 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან კიდევ ორი აფეთქება მოხდა. პირველი აფეთქების შემდეგ „თალიბანმა“ 11 დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მეორე ტერაქტის შემდეგ კი დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულის აეროპორტზე შეტევას გეგმავდა.