მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზის მიზანშეწონილობას დამატებითი კვლევები სჭირდება - ექსპერტები

ფაიზერის მესამე დოზა

Pfizer/BioNTech -ის ვაქცინის მესამე დოზის მიზანშეწონილობა ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ვაქცინაციის საკითხებში ექსპერტები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კომპანიამ აშშ-ის და ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოებს მესამე ვაქცინის გაკეთების ნებართვის ასაღებად უკვე მიმართა. ამასთანავე ექსპერტები ამბობენ, რომ ფაიზერმა „ბუსტერული“ დოზის გაკეთების აუცილებლობის შესახებ დამატებითი არგუმენტები უნდა წარადგინოს, რადგანაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვაქცინის ორ დოზაზეც სერიოზული პრობლემები არსებობს.

ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების აუცილებლობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მსოფლიოში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი ძირითადი გახდა. ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ვაქცინის ორი დოზა დაავადების სერიოზული ფორმისგან ნებისმიერი შტამით, მათ შორის „დელტა“ (ინდური) შტამით ინფიცირების შემთხვევაში იცავს.