მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

COVID 19-ის გამოსავლენად რუსეთში ბიოჩიპი შეიქმნება

ბიოჩიპი რუსეთში

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში ბიოჩიპის შექმნის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლითაც პნევმონიის გამომწვევი დაავადებების, მათ შორის SARS-CoV2-ის გამოვლენა იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას „ინტერფაქსი" ავრცელებს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ორგანიზმში ბიოჩიპის ჩანერგვა არ მოხდება.

„დნმ მიკროჩიპი არის დიაგნოსტიკური იარაღი, რომელიც აქტუალური ბაქტერიული და ვირუსული გენომების დივერგენტული ზონების დადგენის პრინციპით იმოქმედებს“ - განუცხადეს „ინტერფაქსს“ ნიჟნი ნოვგოროდის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში.

ბიოჩიპი არის 25х75 მმ-ის ზომის ლითონის ფირფიტა. მისი მეშვეობით სისხლის, ნერწყვის, ნახველის მეშვეობით ერთდროულად 12-14 ვირუსის და ბაქტერიის დადგენა იქნება შესაძლებელი.

ბიოჩიპის მეშვეობით სპეციალურ ლაბორატორიაში ბიომასალის ტესტირება და ინფექციის დადგენა მოხდება.