დეპუტატი სალომე სამადაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს ევროკავშირის მხრიდან გადადგმული უპრეცედენტო ნაბიჯი უწოდა.
„ევროკავშირის უპრეცედენტო ნაბიჯი: გუშინ საღამოს, ევროპული დემოკრატიის ფონდის დირექტორთა საბჭოს საგანგებო სხდომამ, რომელიც ერთი საათში დაორგანიზდა, დაამტკიცა ნიკას გირაოს დაფარვა. ამაზე დიდი მხარდაჭერა პოლიტიკური დევნის შესაწყვეტად და პოლიტიკური პატიმრის გასათავისუფლებლად უცნობია ჩემთვის პირადად. დიდი მადლობა ფონდს, რომლის შექმნის იდეის განხორციელებაშიც აქტიურად ვმონაწილეობდი ბრიუსელში 2012-2013 წლებში“, - აცხადებს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.
მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ამავე თემაზე:
✔️ „ქართულ პოლიტიკაში დინამიკა დაბრუნდება, ნიკა მელია წელგამართულია“ - გია ხუხაშვილი
✔️ „ნიკა მელიამ გირაოს ჩარიცხვაზე არაფერი იცოდა“ - კახა ოქრიაშვილი
✔️ „შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი