მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მომწონს ეს დოკუმენტი, არ მჯერა, რომ ამ ხელშეკრულებით მოხდება პოლიტიკური დევნის დასრულება“ - ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ არ მოსწონს შარლ მიშელის დოკუმენტი, თუმცა ხელი სამი მიზეზის გამო მოაწერა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, უმთავრესი ის იყო, რომ ამაზე უკეთესი ვერსიის დადება მაგიდაზე შეუძლებელი იყო.

„ახლაც არ მომწონს ეს დოკუმენტი და ახლაც სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლებს ეს დოკუმენტი კრიზისის დასრულებას. მე საჯაროდაც ვთქვი და არც ახლა მჯერა, რომ ამ ხელშეკრულებით მართლა მოხდება პოლიტიკური დევნის დასრულება ამ ქვეყანაში.

არც იმის მჯერა, რომ ამ დოკუმენტში რაც წერია ის თუ შესრულდება მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გახდება, სასამართლოს ნდობა დაუბრუნდება და ა.შ.

ზოგადად იმისაც ნაკლებად მჯერა რომ „ქართული ოცნება“ ამას შეასრულებს. ხელი მოვაწერე სამი მიზეზის გამო:

ერთი: ის, რომ კონკრეტული მექანიზმები ჩაირთო პოლიტპატიმრები როგორ უნდა განთავისუფლდნენ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში.

მეორე: იმის გამო, რომ ანგარიში გავუწიე ჩვენი დასავლელ პარტნიორებს და ევროპელებს, რომლებიც თვლიან, რომ ამ ტიპის შეთანხმების მიღწევა ახლა იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის შიდა პრობლემებიდან გამომდინარე.

და მესამე: იმიტომ, რომ იქ ჩაიდო საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომ შემდეგი პოლიტიკური არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული, ბუნებრივი და ძალიან დაბალი ბარიერით რაც ჩემი აზრით, არის წამალი არსებული პოლარიზაციისა და ერთპარტიული მმართველობის დასრულებისთვის.

ამ სამი მიზეზის გამო მოვაწერე ხელი თუმცა საბოლოო ჯამში, იმიტომ მოვაწერე ხელი რომ დავინახე ამაზე უკეთესი ვერსიის დადება მაგიდაზე შეუძლებელი იყო და ეს იყო ბოლო ვერსია“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“

იხილეთ აგრეთვე:

✔️„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერეს

✔️„ეს შეთანხმება არ არის ფინალური ხაზი, არის საწყისი წერტილი საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის“- შარლ მიშელი