მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოიკოტს ალტერნატივა არ აქვს“ - „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა

პარტია ლელოს ოფისი

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა. მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით პოზიციები კიდევ ერთხელ შეაჯერეს. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

„ერთადერთი ლეგიტიმური გზა სამწუხაროდ, დარჩა ბოიკოტი, რადგან ბოიკოტის მიღმა ალტერნატივას „ქართული ოცნება“ არ ტოვებს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

👉 ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ დროებითი საგამოძიებო კომისია საპარლამენტო არჩევნების შედეგებში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იან გადახრას მაინც დააფიქსირებს, პარტია რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

👉 ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი 10 დეკემბერს გაიმართება.

👉 მხარეები ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ მმართველი გუნდისგან კომპრომისებზე მსჯელობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ირაკლი კობახიძის განცხადება

👉 გიგი უგულავა: ირაკლი კობახიძე ოპოზიციას გაგვებუტა

👉 გიგი უგულავამ გამოსავალი იპოვა, მას მელია ჩაენაცვლება - კახა კალაძე