მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენთვის ნიკა მელიას 40 ათას ლარიანი გირაო არაფერს წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე“ - ქადაგიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი Pia.ge

„ჩვენთვის ნიკა მელიას 40 ათას ლარიანი გირაო არაფერს არ წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე, გაგებაზე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას განუცხადა.

ქადაგიშვილმა შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოს ფორმირებაც მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.

„იქ შემოთავაზებული მექანიზმი იყო ისეთი, რომ უნდა მოხდეს გირაოს გადახდა და ამის შემდეგ პარლამენტში პარტიები, დეპუტატები მივიღებთ პოლიტიკური ამნისტიის აქტს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ნიკა მელიას 40 ათას ლარიანი გირაო არაფერს არ წარმოადგენს, აქ საუბარია ელემენტარულ პატივისცემაზე, გაგებაზე. ეს არის აქ მთავარი თორემ პოლიტიკური ამნისტიის გამოცემის აქტი რა თქმა უნდა მოხდება და არანაირი პრობლემა ამას წინ არ უდგას.

ცესკოს ფორმირებაც მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, გენერალური პროკურორის თემა აქტიური ხდება მას შემდეგ, როდესაც გენერალურ პროკურორს თავისი უფლებამოსილების ვადა ამოეწურება“, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმებას ხელს აწერენ: „გირჩი“, ზურაბ ჯაფარიძე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, დავით ბაქრაძე, „რესპუბლიკური პარტია“, სალომე სამადაშვილი, „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“.

ამავე თემაზე:

🔴 საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში - იკრიბება თუ არა შეთანხმების შემდეგ 113 ადამიანი?

🔴 „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს