პოლიტიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ მათთვის მინიჭებული მანდატები

,,ეურაქტივი“ - „ქართული ოცნების“ მთავრობამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები და მოდერნიზაცია განახორციელა - მსოფლიო ბანკი საქართველოს მე –7 ქვეყნად განიხილავს „ბიზნესის კეთების გამარტივების“ მხრივ
21:01 კვი. 22 ნოემბერი
დაკოპირებულია

„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“, - ამის შეწსახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით გამოქვეყნებულ კომენტარშია ნათქვამი.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ევროპელი პარტნიორები მოელიან, რომ პოლიტიკური პარტიები მოახერხებენ არსებული განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო /ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.

წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

ამიტომ, იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს.

მოვუწოდებთ პრლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით.

პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

სრულად ვუჭერთ მხარს თითოეული მოქალაქის მიერ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფაქტს თუ ძალადობის შემცველ მუქარას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას – დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება.

დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლების კომენტარში.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ის პარლამენტში 90 მანდატით იქნება წარმოდგენილი

ფოთის სასამართლო

დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების...

სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელებს. პროცესი 11:00 სა...
10 წუთის წინ
ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
00:35
„კინოკლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ქართული ფილმების ჩვენებებს, გაეცნონ კინოსია...
00:11
ასლან ბჟანიამ, ოკუპირებული ტერიტორიის პრეზიდენტმა არსებული შეზღუდვები გააფართოვა. „დღემდე არ მუშაობ...
23:32 კვი. 29 ნოემბერი
როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ლევან რატიანმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანისას 85 წლის მსახიობის მდგომარ...
22:56 კვი. 29 ნოემბერი
ელექტროენერგიის მიწოდება

თბილისის უბნები, სადაც 30 ნოემბერს ელექტროენე...

ინფორმაციას კომპანია „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. 💡 Ე...
22:38 კვი. 29 ნოემბერი
20:11 კვი. 29 ნოემბერი
ზურაბ ჯაფარიძე: არსებობს რაღაცები, რაც შ...
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, ამის გარანტია უნდა არსებობდეს, მაგრამ ხელისუფლ...
19:48 კვი. 29 ნოემბერი
თავდასხმა „ავერსის“ აფთიაქზე
გავრცელებული ინფორმაციით, აფთიაქში ორი არასრულწლოვანი შევიდა, რომლებიც ფსიქოტროპ...
19:10 კვი. 29 ნოემბერი
„ერთადერთი რისი გაკეთებაც და რაზე შეთანხ...
„ჩვენ უნდა მივიღოთ ობიექტურ რეალობად ის მოცემულობა, რომ შევა ოპოზიცია პარლამენტშ...