მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან, ვერნერ ჰოიერთან ერთად თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი ოფისები გახსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღევანდელ საზეიმო გახსნაში მონაწილეობის მიღება, ჩემს მეგობართან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან ერთად.

ვფიქრობ, დღეს მტკიცე ევროპული თანამშრომლობისა და ევროპის გუნდის მნიშვნელობის შესახებ ძლიერი გზავნილი გავაჟღერეთ.

მოგეხსენებათ, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ურთიერთობებს და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ. ჩვენი მეგობრობისა და პოლიტიკური ნების გამოსახატად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობა ამ ქვეყანასთან“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა

„ახალი საერთო ოფისი „ევროპის გუნდის“ თანამშრომლობას უფრო ძლიერსა და ეფექტიანს გახდის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ დახმარება საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართულებით. ევროპის საინვესტიციო ბანკი, როგორც ევროკავშირის ბანკი, მზადაა დახმარების აღმოსაჩენად.

ევროკავშირის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევაზე, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციაზე და მდგრად განვითარებაზე, მიზნად ისახავს ასეულობით მილიონი ევროს მოცულობის საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

გასულ წელს მხოლოდ ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის აღსადგენად 170 მილიონი ევრო გამოყო - 70 მილიონი ევრო მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სესხებზე წვდომის გასაადვილებლად და 100 მილიონი ევრო - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

მომავალ თვეებსა და წლებში ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა.

ინფორმაციისთვის, ახალი ოფისები განთავსებულია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64 ბ ნომერში მდებარე თანამედროვე დაენერგოეფექტურ შენობაში. ოფისებში 60-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს.

ინტერიერი გაფორმებულია საქართველოში წარმოებული ავეჯითა და ქართული დიზაინის ელემენტებით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“

👉 „ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა“