მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანს გოჩა ლორთქიფანიძე ჩაანაცვლებს

გოჩა ლორთქიფანიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა. 

მთავრობაში მხოლოდ 1 ახალი მინისტრი იქნება, გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. გოჩა ლორთქიფანიძე აღნიშნულ თანამდებობაზე თეა წულუკიანს ჩაანაცვლებს, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ მე-10 მოწვევის პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება 11 დეკემბერს მოიხსნა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარადგინა, მან კი, დღეს, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარუდგინა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴ვინ იქნება ახალ მინისტრთა კაბინეტში - გიორგი გახარიას გუნდი

🔴მთავრობამ პარლამენტის წინაშე უფლებამოსილება მოიხსნა

🔴პარლამენტის თავმჯდომარე ისევ არჩილ თალაკვაძე გახდა