მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კალაძე: სახელმწიფო ქონების მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია და ამას არ დავუშვებთ

კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა სრულდება

„ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ბევრ მათგანს ამ ადამიანებს, ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს აქვთ არაერთი საცხოვრებელი სახლი, თან არაერთი, სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და მათ შორის დედაქალაქშიც“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

კახა კალაძემ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე შენობა-ნაგებობების განთავსების საკითხსაც გამოეხმაურა.

მერის თქმით, ამ ტიპის სამართალდარღვევა ვერ გამართლდება.

ამასთან, კახა კალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მომავალი წლის ბიუჯეტში 350 მლნ ლარი იქნება დახარჯული.

„კიდევ ერთხელ მინდა შევეხო სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტებს. 18 დეკემბერს მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა ლევან ჯღარკავამ დედაქალაქის მერიაში ჩაატარა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ აღმოჩენილი იყო კიდევ ერთი ლოკაცია სამგორის რაიონში თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო მიწებზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება, რაც ძალიან ცუდია.

მინდა ყველას შევახსენო კიდევ ერთხელ, რომ თბილისის მთავრობის კანონისმიერი ვალდებულება არის, რომ სახელმწიფო ქონება დავიცვათ მიტაცებისგან და მასზე შემდეგ უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებისგან.

დაუშვებელია ასეთი სამართალდარღვევა გავამართლოთ. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენდით, რაც ძალიან ცუდია. ასეთი დარღვევები, რომ გავამართლოთ ადამიანების გაჭირვებით.

ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდგომარეობა, კარგად მესმის ოჯახების, იმ ადამიანების ვისაც მართლა უჭირს და სერიოზული პრობლემები გააჩნია.

თუმცა შემთხვევით არ არის ის, რომ დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში, ბიუჯეტის მესამედი ზუსტად გათვალისწინებულია იმ მიმართულებით, რომ ჩვენ დავეხმაროთ იმ ადამიანებს ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა.

მომავალ წელს 350 მლნ ლარი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით და როდესაც მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტზე, პირველი რასაც ვაკეთებთ ეს არის ამ მიმართულებით განისაზღვროს ის პროგრამები და ის ხელშემწყობი ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ ქონების უკანონოდ მიტაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

არ დავუშვებთ იმიტომ რომ ხვალ შეიძლება კერძო საკუთრებაში ვიღაცამ განათავსოს ამდაგვარი შენობა-ნაგებობა. ადამიანს თუ თავშესაფარი არ აქვს ეს ვერ გაამართლებს მისი მხრიდან სახელმწიფო ქონების მიტაცებას და უნებართვო მშენებლობას.

ბოლო მოკვლევებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ბევრ მათგანს ამ ადამიანებს, ვინც იტაცებს სახელმწიფო მიწებს აქვთ არაერთი საცხოვრებელი სახლი, თან არაერთი, სხვადასხვა ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში და მათ შორის დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 კახა კალაძე: ზოგიერთი შეეცადა, რომ „იქნებ მოვატყუოთ მთავრობა მერე რა მოხდა“