მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული - შალვა პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი შალვა პაპუაშვილი - Pia.ge

შეკითხვას, „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტი კეტავს თუ არა შესაძლებლობას, რომ თუკი მომავალში გამოვლინდება 20 ივნისთან დაკავშირებით მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაული, ეს იქნეს გამოძიებული და დამნაშავე პირები დაისაჯონ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება არ იქნება ამნისტირებული, შესაბამისად, არ იქნებიან ამნისტირებული უშუალოდ ასეთი ბრძანების მიმცემები.

მისი თქმით, ამნისტიის პროექტი ევროპული კონვენციის მუხლებით არის შეზღუდული და ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, არ ვრცელდება:

„პირობითად რომ ვთქვათ, ვიღაცამ გასცა ბრძანება კონკრეტულ ადამიანს ესროლე და ა.შ. ეს გადის ამ მუხლში (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება). თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ იყო გაცემული ზოგადი ბრძანება, კანონებს გარეთ გასული დემონსტრაცია უნდა შეწყვეტილიყო, ამას არ ეხება ეს მუხლი და ეს არ არის იმ სიმძიმის დანაშაული, როგორიც მაგალითად ნიკა მელიას დანაშაული, ასე შევხედოთ, რომ ყველაზე მძიმე დანაშაული, რომლის პატიება ხდება ამნისტიით, არის ნიკა მელიას მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული,“ - განმარტა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ამნისტია მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, მანიპულაცია და ტყუილია:

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვერ ვთანხმდებით მთავარ საკითხში - ამნისტია უნდა იყოს თუ არა გვერდის გადაფურცვლა. ჩვენ ვიცით, რომ ეს იყო სულისკვეთება შარლ მიშელის დოკუმენტის მთლიანად და მათ შორის, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ სულისკვეთებით ამოვდივართ, როცა ვსაუბრობთ ამნისტიაზე და ჩვენი პროექტი სწორედ ასეთია, რომ ეს იყოს ამ საკითხის დახურვა, გარდა ისეთი დანაშაულისა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე ვერ იქნება ამნისტიის ნაწილი, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება საკითხს, შეეხოს თუ არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებს, თუ იყოს ზოგადი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ის მტკიცება თითქოს შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს, რომ ეს მხოლოდ მიმდინარე საქმეებს შეეხოს, არის მანიპულაცია და ტყუილი,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.