მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან იოსელიანი: ნაციონალურ მოძრაობას როგორ არ რცხვენია, რომ გიგა ბოკერიას ჭკუაზე დადის?

პრემიერობის კანდიდატი

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი მისივე თანაპარტიელის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან სათქმელი ძალიან კარგად ახსნა.

„ოპოზიციაში თავიდანვე არავის ჰქონია იმის ილუზია, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა 100%-ით იქნებოდა დაკმაყოფილებული. მოლაპარაკება ნიშნავს იმას, რომ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს.

ამ პროცესმა აჩვენა, რომ ხელისუფლება მოდის ძალიან მნიშვნელოვან დათმობებზე და იხდის პოლიტიკურ ფასს, რაც მან ჩაიდინა“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

როგორც პარტიის ლიდერი აღნიშნავს, მმართველი გუნდი გარკვეულ ბარიერებზეც მოდის დათმობაზე.

„პოლიტპატიმრების თემა შეიძლება ვერ იყოს შეთანხმების ნაწილი, მაგრამ მათ ხარჯზე ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. პლებისციტზე ჩვენ თავიდანვე ვიყავით წინააღმდეგნი.

ეს პროცესი ისე გაგრძელდა, რომ ყველაფერი რაზეც შეიძლება სამომავლოდ შევთანხმდეთ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, რომ ჩაშალოს.

მე და ალეკო, რომ პარლამენტში შევიდეთ, ეს ოპოზიციის შესვლა იქნება?“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა.

მისი თქმით, არ სურთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი და რაიმეს შეცვლის შესაძლებლობა დაიკარგოს.

„ოპოზიციას ერთიანობა არ აქვს ყველა საკითხში. ერთი პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტია ცდილობს, რომ მთელი პროცესი ჩიხში შეიყვანოს.

ყველას უნდა, რომ შედგეს მოლაპარაკება. მივმართავ პოლიტიკოსებს, რომელთანაც ნალაპარაკები მაქვს, გამოვიდნენ და ღიად თქვან ყველაფერი.

გიგა ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობა“ მძევლად აიყვანა. ისინი ვეღარ ამბობენ, რომ შეთანხმება, რომელიც შეიძლება დავდოთ კარგი იქნება ქვეყნისთვის.

ხელისუფლება უკეთეს საარჩევნო სისტემაზე თანახმაა და ამაზე უნდა დავთანხმდეთ, შეგვიძლია, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ და არჩევნების მიმართ ნდობა გაჩნდეს.

უგულავას და ბოკერიას არ უნდათ, რომ ეს მოხდეს, რადგან ხელმოცარულები არიან. ნაციონალურ მოძრაობას როგორ არ რცხვენია, რომ გიგა ბოკერიას ჭკუაზე დადის? “ ,- დასძინა ლევან იოსელიანმა სატელევიზიო ეთერში.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვიან. ხელისუფლებსა და ოპოზიციას შორის კონსესუსის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებაში ელჩები ჩაერთვნენ.

მოლაპარაკების 4 რაუნდი უკვე შედგა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ელისაშვილი: ნუ გამოიყვანთ ისე, რომ პარლამენტში შესვლა ქვეყნის დაქცევაა

👉 გიგა ბოკერია: ვნახოთ, ელისაშვილი როგორ იპოვის საბაბს პარლამენტში შესვლისთვის