მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: მმართველი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის 0-დან 3%-მდე ბარიერის ყველა ვარიანტს განიხილავს

მამუკა მდინარაძე - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 0-დან 3%-მდე ბარიერის დაწესებაზე იმსჯელოს. 

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი კოლეგებისგან ხშირად გვესმის პირობა, რომ თუ ჩვენ დავთანხმდებით საპარლამენტო არჩევნებზე ნულოვანი ბარიერის დაწესებას, ისინი შემოვლენ პარლამენტში. მათი თქმით, ამ შემთხვევაში საპარლამენტო საქმიანობაში სხვა პარტიებიც ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ მემორანდუმით, რომელიც ღიაა ყველა პარტიისთვის, შესაბამისის საპარლამენტო მანდატების არსებობის შემთხვევაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი დაიწევს 0-დან 3%-მდე. ეს იმას ნიშნავს, რომ, მმართველი გუნდი ამ ფარგლებში ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც. თუმცა, ამავე ფარგლებში ნებისმიერ გადაწყვეტილებას სჭირდება მყარი არგუმენტაცია, რომელი ვარიანტია უკეთესი ქვეყნის გრძელვადიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მმართველი გუნდისგან განსხვავებით საზოგადოებისთვის ამ საკითხზე ოპოზიციის აზრი უცნობია.

„სამწუხაროდ, ჩვენი დღემდე არ მოგვისმენია სხვა საპარლამენტო პარტიების პოზიცია პარტია „გირჩის“ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს მათი პოზიცია ამის შესახებ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.