მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა სამაჯური“ - ჯორჯ კენტი

სენატორი

„ბატონმა მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ეს საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა“, - ამის შესახებ სენატორმა ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

მისი თქმით, ყველა მხარის ინტერესი შეთანხმებისკენ სვლა უნდა იყოს.

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დაინახა საფრთხე, რომ არსებობდა ოპოზიციის ლიდერის დაკავების შესაძლებლობა და სწორედ ამიტომ პრინციპულად გადადგა. ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის. სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა მომდევნო კვირას.

ბატონმა მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მან მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. ეს საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს მათ გააკეთეს შარშან, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო არჩევნების ჩატარებას შეცვლილი პირობებით, რომელზეც ყველა შეთანხმდა. ასე რომ, საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა“, – აღნიშნა ჯორჯ კენტიმ.