„რაც ხდება ახლა, მიჩნეულია როგორც საქართველოს დემოკრატიის დასუსტება. ნატო შედგება მხოლოდ კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიის ქვეყნებისგან ანუ ერთადერთი გამარჯვებული, ჯერჯერობით, არის რუსეთი“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება ამერიკის ოფიციალურ პოზიციას ასახავს და ის საკმაოდ კრიტიკულია.
„დასავლეთი და ვაშინგტონი აკვირდება საქართველოს და ამბობს, რომ ეს არის ძალიან დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი. აშშ-ის საელჩო თავის განცხადებაში პირდაპირ საუბრობს პოლიტიკურ კრიზისზე. საკმაოდ მკაფიოდ და კრიტიკულად შეაფასა საქართველოს მთავრობის ქმედებები, კერძოდ ნიკა მელიას დაკავება, ასევე პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმა.
ამას მივყავართ მეორე საკითხამდე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს დემოკრატიის დასუსტება აღარ უნდა წავიდეს უფრო შორს. გაერთიანებული ოპოზიციის არსებობა, მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის კონკურენციას ხელისუფლებისთვის. ახლა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს, თუ როგორ შეუძლია უზრუნველყოს პარლამენტის ფუნქციონირება. ამერიკის საელჩო ასახავს ქვეყნის პოზიციას ამ კრიზისთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მეთიუ ბრაიზამ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ოპოზიციას შესაძლებლობა აქვს, მოიქცეს გონივრულად და მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით იაროს, რის შემდეგაც ხელისუფლებას, საბოლოოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ დღეს სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.
ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიწყო, რომელმაც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს. მათი ნაწილი ღამის გათევას ადგილზე აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მანამდე მათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართეს შეხვედრები.
ელჩებმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის გზებზე იმსჯელეს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
„ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, თუ როგორ შეუშალოს ხელი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“ - გიგა ბოკერია
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.
მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით.
გლდანში რამდენიმე პირს შორის სროლა და დაპირისპირება მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.
განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქცია კვლავ გრძელდება.
ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბა.