მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიამ გირაოს ჩარიცხვაზე არაფერი იცოდა“ - კახა ოქრიაშვილი

ოპოზიციონერი კახა ოქრიაშვილი

„ის, რომ გირაო არის ჩარიცხული ჩვენც ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ. ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა“, - ამის შესახებ პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

ოქრიაშვილის თქმით, ნიკა მელია კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია.

ამასთან, ოქრიაშვილის განცხადებით, ნიკა მელია წუხს იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიამ წინსწრებით მოაწერეს ხელი შეთანხმების დოკუმენტს.

„ის, რომ გირაო არის ჩარიცხული ჩვენც ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ. ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. ნიკა მელია არის კარგ ფიზიკურ ფორმაში, გამოვა რამდენიმე დღეში შეიძლება დღეს, შეიძლება ხვალ. იურისტებმა უკეთ იციან როდის გამოვა. ვისაუბრეთ აბსოლუტურად ყველაფერზე პოლიტიკაზე, რეიტინგებზე, ის წუხს, რომ მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ წინსწრებით მოაწერა ხელი ამ შეთანხმების დოკუმენტს.

ახლა სურს, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს. ჩვენც დავეთანხმეთ ამას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა, მაგრამ ვინ არიან ეს ოპოზიციონერები? არის „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოპოზიცია? დიდი კითხვის ნიშანია მისი ლიდერის განცხადებებიდან გამომდინარე.

ჩვენ ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ჩამოვიშორებთ ყველანაირ რბილ ნაწილებს და ერთიანად შევუდგებით მზადებას შემოდგომის პლებისციტისთვის, ასევე ადგილობრივი არჩევნებისთვის“, - აცხადებს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ამავე თემაზე:

✔️ „შემდეგი ნაბიჯი მელიას მიერ ციხის დატოვება იქნება“ - ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

✔️ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა

✔️ „ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია“ - ადვოკატი

✔️ ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ მელია შვილისთვის გირაოს გადახდაზე