მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა

ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა

ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. 

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და განაცხადეს, რომ არ არის აუცილებელი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საპარლამენტო მანდატის ქონა.

„ვთვლი, რომ საერთოდ არ არის აუცილებელი ხელში გეჭიროს საპარლამენტო მანდატი იმისთვის, რომ განაგრძო მოლაპარაკებები, იმიტომ რომ მოლაპარაკებები შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტის დატოვების შემდეგაც.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაინიშნოს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ამას არ სჭირდება საპარლამენტო მანდატი. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მათ შორის ძალიან ბევრმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომ სწორედ დავტოვოთ მანდატები და ისე განვაგრძოთ ბრძოლა ამის გარეშე. დღეს „ქართული ოცნება“ ვაჭრობს იმის შესახებ, რომ ვიღაც შეიძლება შევიდეს პარლამენტში და ვიღაც არა“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

8 დეკემბერს მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი გაიმართა. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხდა, ხოლო რიგ საკითხებზე პოზიციები ფუნდამენტურად განსხვავებულია და აქ შეთანხმების რესურსი არ არის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ განმეორებით არჩევნებს ან მასთან მიახლოვებულ რაიმე ვერსიას არ განიხილავს.

👉 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. 21 ნოემბერს კი, 17 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტური ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე გაიმართა.

👉 საპარლამენტო არჩევნები განახლებული მოდელით, 120/30-ზე ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროპორციული სიით პარლამენტში 120 დეპუტატი შედის, 30 კი, მაჟორიტარი იქნება.

👉 პარლამენტში შესასვლელად 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, თუმცა არცერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

პრეზიდენტმა პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა

ირაკლი კობახიძე: არაჯანსაღი ოპოზიციური პარტიების ადგილი პარლამენტში არ არის