მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

მთავრობა 2021

პარლამენტმა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 

მთავრობის დამტკიცებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო.

მთავრობის ახალი შემადგენლობა ასეთია:

პრემიერ მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

🔵 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი

🔵 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი

🔵 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათელა თურნავა

🔵 თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე

🔵 იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე

🔵 ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე

🔵 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე

🔵 საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი

🔵 ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი

🔵 შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური

🔵 შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების თარიღთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა.