მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა დეპუტატების უფლებამოსილება ცნო

პარლამენტის დამტკიცება

დროებითმა სამანდატო კომისიამ პარლამენტის არჩეული დეპუტატების უფლებამოსილება ცნო, რის შემდეგადაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის დადგენილების პროექტს უყარეს კენჭი.

პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს 87-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრის შემდეგ დეპუტატებმა ფიცი დადეს, რის მერეც პარლამენტში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.

👉 ინფორმაციისთვის, დღეს რიგით მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა, რომელსაც მხოლოდ„ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებიან.

👉 საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე ტური 21 ნოემბერს შედგა.

👉 ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატების გამოყენებას არ აპირებენ.