მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

პოზნერი ამერიკის მოქალაქეა, მისი ქვეყანაში არშემოსვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს! - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თბილისში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციურმა არხებმა საზოგადოებას გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს:

„ნაცსექტის და მათი პარტიული ტელევიზიების მორიგი კრახი - მთავარმა არხმა და ტვ პირველმა დღეს დეზინფორმაციის და სიცრუის ტირაჟირების მასტერკლასი გვაჩვენა. კვლავ დაგვანახეს, რომ ისინი პატივს არ სცემენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და მოსახლეობას გადამოწმებული ინფორმაციის ნაცვლად დეზინფორმაციას აწვდიან.

აღნიშნულმა არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დაბადების დღის აღსანიშნავად, საქართველოში რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი ჩამოფრინდა. ტელევიზიების და ოპოზიციის განცხადებით, პოზნერი საკუთარი პოზიციის და ეროვნების გამო საქართველოში არ უნდა შემოეშვათ. მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც განუხრელად იცავენ კანონს. პოზნერი არის ამერიკის მოქალაქე (ვინც „ორი ღერი“ ინგლისური და გუგლი იცით ამის მოძიება ადვილია). მისი ქვეყანაში არშემოსვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს! ასევე, გასათვალისწინებელია საქართველოში მისი წარსული ვიზიტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა და იმდროინდელი მმართველი პარტია მას დიდი ზარ-ზეიმით და სიხარულით ხვდებოდა“, - აღნიშნავს ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოს 31 მარტს ეწვია. ის მეგობრებთან ერთად სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებდა. სასტუმროს წინ სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი, ისინი საქართველოში პოზნერის ვიზიტს აპროტესტებენ.

შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“ რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.