მე-10 მოწვევის პარლამენტი მაქსიმუმ დეკემბრის შუა რიცხვებში შეიკრიბება.
„საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-19 დღეს ადგენს.
მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართა, შესაბამისად შემაჯამებელი ოქმი 10 დეკემბრამდე უნდა გამოქვეყნდეს.
კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღეს იმართება.
მე-10 მოწვევის პარლამენტი 20 დეკემბრამდე უნდა შეიკრიბოს.
პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 1%-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ. საკანონმდებლო ორგანოში 9 პარტია მოხვდა:
✔️„ქართული ოცნება“
✔️„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“
✔️„ევროპული საქართველო“
✔️„პატრიოტთა ალიანსი“
✔️„ლელო“
✔️„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“
✔️„გირჩი“
✔️„მოქალაქეები“
✔️„ლეიბორისტული პარტია“
არცერთი ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. მათი მოთხოვნაა, ცესკოს ხელახალი დაკომპლექტება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. უფრო მარტივად, პირველ სხდომაზე მინიმუმ 76 ადამიანი თუ მივა, პირველი სხდომა ჩატარდება.
პირველი სხდომა შედგება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მანდატი მოიპოვა.
რა მოხდება შემდეგ?....
კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, მინიმუმ 76 დეპუტატი პირველ სხდომაზე ცნობს არჩეულად გამოცხადებული პარლამენტის წევრების უფლებამოსილებას.
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, თუ ამ უფლებამოსილებაცნობილ წევრთა რაოდენობა 100 ან მეტი იქნება, პარლამენტი უკვე შეიძენს სრულ უფლებამოსილებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ პარლამენტის წევრებს გადადგომა. იხილეთ ვრცლად.
ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.
პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.
თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ვადის ამოწურვის არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.
პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე ინიცირებულია, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.
ოპოზიციამ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ აქციები გამართა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსაც მდუმარე აქციით დახვდა, ტრანსფარანტებით, სადაც ეწერა, რომ 2020 წელს საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ოპოზიცია პოზიციას არ იცვლის, ითხოვს ცესკო-ს წევრების შეცვლას და ხელახალ არჩევნებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარე და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით. ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავენ და შემდეგ დიდი შეხვედრისთვის ემზადებიან.
თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
2021 წლის 26 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სოხუმის დე ფაქტო რეჟიმი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელის, მარინა კალიურანდის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
ევროპარლამენტარმა ეს განცხადება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მხარდაჭერის ნიშნად გააკეთა. სასამართლომ 21 იანვარს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე დადგენილება გამოიტანა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ილონ მასკმა ნახშირორჟანგის შეგროვების საუკეთესო ტექნოლოგიის შემუშავებისათვის ჯილდოდ 100 მილიონი დოლარი დააწესა.
დღეს „ნიკორას“ დიღმის ფილიალში დაპირისპირება მოხდა მაღაზიის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილის „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ალბათ იხუმრა.
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.