პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ფასადი
1614094295
დაკოპირებულია

„2021 წლის 20 თებერვალს რუსულენოვან მედიაში (vestikavkaza.ru) გავრცელდა სტატია სათაურით „ზალკალიანი: საქართველო მზადაა 3+3 ფორმატში მონაწილეობისთვის“. მომდევნო დღეებში აღნიშნული სტატია უცვლელი სახით გავრცელდა სხვა რუსულენოვან პლატფორმებზე, რაც რუსული დეზინფორმაციის დამახასიათებელ მეთოდს წარმოადგენს“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, რუსული მედია დავით ზალკალიანის განცხადების მცდარ ინტერპრეტაციას ავრცელებს.

„აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას დეპუტატის დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონში არსებული ვითარება რთულია, სხვადასხვა სახის პლატფორმების შემოთავაზება ხორციელდება, მაგალითად, 3+3 და 3+2 და ა.შ. პირველ რიგში მსგავსი საკითხები სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (იგულისხმება აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) გადასაწყვეტია და საჭიროა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, თუმცა მინისტრისვე განცხადებით, ვიდრე არ იქნება გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები დეოკუპაციის მიმართულებით, ნებისმიერ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება რთულად წარმოსადგენია.

„მთავარია რომ ჩვენ ჩვენი როლი, ჩვენი ფუნქცია არ დავკარგოთ აქ და დავინახოთ შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე და ქვეყანასთან რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ტერიტორიები, იმასთან რაღაც საერთო პლატფორმებში რაღაც საკითხების განხილვა რთულად წარმომიდგენია, სანამ არ იქნება მათი მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, თუნდაც რომ განვიხილოთ, რაღაც კონკრეტული დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, რომ განხილვა მაინც მოხდეს ამ შემოთავაზებული პლატფორმების,“ აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

რუსულენოვანი მედია კი ამ დროს ავრცელებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გამოსვლის მცდარ ინტერპრეტაციას, სადაც თითქოს დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 3+3, 3+2 პლატფორმების თაობაზე და რომ საქართველომ მზაობა გამოაცხადა განიხილოს ეს საკითხი აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო მინისტრებთან.

აღნიშნული ინფორმაცია სრულად აცდენილია კონტექსტს და არ შეესაბამება მინისტრობის კანდიდატის მიერ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე გაჟღერებულ გზავნილებს. მსგავსი სტატიები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს ნეგატიურ პოზიციონირება“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდე...

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა.

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მსურველებისთვის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი (BCT) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

1614494221

2021 წლის 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00-22:00 საათზე, ონლაინ ფორმატში „ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით. 

1614458441

გლდანში რამდენიმე პირს შორის სროლა და დაპირისპირება მოხდა.

1614454054

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს.

1614453372
სპეციალური პენიტენციური
სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ნიკა მელიას...

განცხადებაში საუბარია ნიკა მელიას მიერ სატელეფონო ზარის გამოყენების უფლებაზე.

მდინარეების ადიდება, ზვავების ფორმირება,...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ გვაფრთხილებს.

11 კარავი პარლამენტთან - ოპოზიციის პროტე...

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქცია კვლავ გრძელდება. 

ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“...

ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიკრიბა.