„საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, სადაც მთავრობის მეთაურს თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ვინაიდან ახლახანს დაგამტკიცეს პრემიერ მინისტრად, მოხარული ვარ მოგილოცოთ ამ თანამდებობაზე დანიშვნა იმ დროს, როდესაც თქვენი ქვეყანა, ისევე როგორც ჩვენი, ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა, მსოფლიოში, სადაც ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და სადაც საერთაშორისო ურთიერთობები უფრო და უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.
ასეთ ვითარებაში, მოხარული ვარ, დაგიდასტუროთ, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთ პრივილეგირებულ პარტნიორად მიიჩნევს და რომ მობილიზებულები ვართ, დავეხმაროთ მას ევროკავშირთან და ნატოსთან კავშირების გაძლიერებაში, მით უმეტეს, რომ თქვენი ქვეყანა სამაგალითო როლს თამაშობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.
12 დეკემბრის კომუნიკეში, საფრანგეთსა და გერმანიას შესაძლებლობა მიეცათ აღენიშნათ ის მნიშვნელობა რომელსაც ანიჭებენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და თქვენი ქვეყნის მიერ დაწყებული ამბიციური რეფორმების გაგრძელებას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ შეეხსენებინათ თუ რა მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ გამოვხატავთ ამ პოზიციას უკლებლივ ყველა ფორუმზე, სადაც კი ამ შეხსენებას მოვლენების მსვლელობაზე შეუძლია ზეგავლენა. ბოლოს, ვისურვებ, რომ 2021 წელს შევძლოთ გავმართოთ მეორე სხდომა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი სტრატეგიული დილოგისა, რომელიც ჩვენ 2019 წლის 2 დეკემბერს გავხსენით პარიზში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრემიერ მინისტრო, ჩემი ღრმა პატივისცემა”, - აღნიშნულია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
„ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე და მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართული პრესკონფერენციისას განაცხადა.
კომპრომისები სჭირდება ქვეყანას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
2021 წლის 1-ელ მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან ორ მათგანს დაუჭირა მხარი.
საინფორმაციო სააგენტო PIA.GE გთავაზობთ 1-27 მარტის ჩათვლით დაგეგმილ ავიარეისებს. სტატია შედგენილია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.
შიდა ქართლში, სპორტის პედაგოგი დააკავეს, რომელიც მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.
„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.