მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„7 ნოემბერს აქცია არ იქნება, რადგან არ უნდა იყოს“ - ელენე ხოშტარია

 ელენე ხოშტარია

პარტია „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის საპროტესტო აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ გაიმართება.

მისი თქმით, აქცია შესაძლოა გაიმართოს 6 ან 8 ნოემბერს, თუმცა არა 7-ში.

„მოდით პირდაპირ გავხსნი კარტებს, 7-ში არ იქნება, ნიკამ კვირა თქვა, მაგრამ ასე არ იქნება. გადაწყვეტილია, რომ იქნება 6-ში ან 8-ში, უბრალოდ 7-ში არ იქნება, რადგან არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებმა რუსთაველზე შეკრებისას მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს.

საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ლოზუნგი - „არჩევნები გაუქმებულია“ მცდარია“ - გიგა ბოკერია

👉„ხალხს აღარ აინტერესებს მიტინგები, რევოლუცია არავის უნდა“ - სოსო ცინცაძე

👉 „სააკაშვილმა ჯამური ოპოზიცია უფრო დააზიანა, ვიდრე სარგებელი მოუტანა“ - გია ხუხაშვილი