მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი კობახიძე: 4 ტყუილზე დაფუძნებით, 4 ნოემბერს რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რამაც რადიკალურ ოპოზიციას მისცა საბაბი, განეხორციელებინათ საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით - პარლამენტის მიმართ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ოთხ ტყუილზე დაფუძნებით, 4 ნოემბერს რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესებზე და რადიკალურ ოპოზიციას მისცა საბაბი, რომ განეხორციელებინათ საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის მიმართ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს გაყალბების ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და ექვსი თვის განმავლობაში რადიკალურმა ოპოზიციამ რეალურად ცარიელ ადგილზე შექმნა ხელოვნური კრიზისი, რისი მომსწრეც ვიყავით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

„NGO-ების 4 ნოემბრის განცხადებაში ოთხ პუნქტზე დაყრდნობით მათ თქვეს, რომ თითქოს ეს იყო ბოლო წლებში ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები, ეს იყო შედეგების დაგვიანებით გამოცხადება, რაც აღმოჩნდა ტყუილი, მეორე ეს იყო პარალელური ხმის დათვლის შედეგები, რაც აღმოჩნდა ასევე ტყუილი. მესამე - 8%-იანი მეტობა უბნებზე, რაც აღმოჩნდა მესამე ტყუილი და ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენება, რაც აღმოჩნდა ასევე ტყუილი. ოთხ ტყუილზე დაფუძნებით, ოთხ ნოემბერს რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა ეს განცხადება, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა პროცესებზე და მისცა რადიკალურ ოპოზიციას საბაბი, რომ განეხორციელებინათ საბოტაჟი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის მიმართ. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს გაყალბების ბრალდება იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და ექვსი თვის განმავლობაში რადიკალურმა ოპოზიციამ რეალურად ცარიელ ადგილზე შექმნა ეს ხელოვნური კრიზისი, რისი მომსწრეც ჩვენ ვიყავით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის და დასკვნის მთავარი პლუსი არის ის, რომ დასკვნა ხელს შეუწყობს მომავალში იგივეს პრევენციას. მომავალში თუ რადიკალურ ოპოზიციას ისევ მოუნდება ხელოვნური კამპანიით შექმნას არჩევნების გაყალბების საქმე, ამის საშუალება ნაკლებად ექნება იმ დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც წარმოდგენილია დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დამკვირვებლების ანგარიშის სტანდარტი აუცილებლად უნდა გაუმჯობესდეს.

„არ შეიძლება ასე ყველაფერი წერო ანგარიშში, რომ იყო სავარაუდო მოსყიდვა, სავარაუდო დაშინება და ა.შ. როცა არავითარი მტკიცებულება არ გაქვს. მით უმეტეს არ შეიძლება, რომ ეს მერე განაზოგადო, რომ იყო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, დაშინების და მუქარის სერიოზული პრობლემა. ეს არის იმდენად უხეში მანიპულაცია, რომ ყველაფერი დღესავით ნათელია. უნდა გაუმჯობესდეს NGO-ის მათ შორის ანგარიშების სტანდარტი და მომავალში ასეთი ზედაპირული და მე ვიტყოდი, უპასუხისმგებლო ჩანაწერები აუცილებლად უნდა იყოს თავიდან არიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.