მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კუჭავა: იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა - Pia.ge

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც შევა პარლამენტში.

„მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შემოვა და იმ უხერხულობას, რომელიც აქვთ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, გადალახავენ.

თუმცა, მათი არ შემოსვლით არანაირი საფრთხე არ ექმნება მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას, რადგან მიზანი უკვე მიღწეულია, პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნამდვილად დაიკლო. ჩვენ გადავდივართ იმ საკითხებზე მუშაობაზე, რომლებიც დღის წესრიგით დგას ამ დოკუმენტიდან გამომდინარე.

წინ გველოდება კომიტეტების გადანაწილება, ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში და ა.შ. კომპრომისზე ევროპაში ამბობენ, რომ ეს არის ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც ევროპაში დანერგილია და ეს სურთ იხილონ აქაც. თუ საკითხების შეჯერება ხერხდება, გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა უკან დახევად არ უნდა ჩათვალოს ვინმემ“, - განაცხადა კახა კუჭავამ სატელევიზიო ეთერში.