მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად, თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად თაკო ჩარკვიანმა ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ის ბრწყინვალე რეფორმატორია.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, უნდა შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა და დაუბრუნდეს მას მოქალაქეობა.

„პრაქტიკულად სახელმწიფო ჩამოშლილია, მაქვს ამის თქმის უფლება. მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება პირადად აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, ჩავუდექი ინიციატივას სათავეში, ვინაიდან, მოგეხსენებათ ვარ პარტია „კანონი და სამართლის“ წარმომადგენელი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ დღევანდელი დღე ჩემს პარტიას არ ეძღვნება.

თქვენ მომსწრენი ხდებით, ფუძნდება ორგანიზაცია საზოგადოებრივ საწყისებზე, არავითარი პარტია, ეს გამორიცხულია, რომელსაც ჰქვია „საერთო სახალხო მოძრაობა“.

ჩვენ უნდა დავაბრუნოთ, მშვიდობიანად ქვეყანაში ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფო განავითარა ინვესტიციებით, დანგრეული ჩაბნელებული საქართველოდან სახელმწიფო დააყენა ფეხზე. როდესაც ისრაელი სახელმწიფო იქმნებოდა, ებრაელობა ებრაელებს მთელი მსოფლიოდან თავის ქვეყანაში ეძახდა ქვეყნის შესაქმნელად.

ამხელა კულტუროლოგიის ქვეყანას საქართველოს, რა დაგვემართა, რომ 30 წელიწადია, არ გვაქვს რეფორმირებული მართლმსაჯულება, სამართლებრივი სისტემა, დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი და ვერ მივიღეთ რეფორმირებული ნორმალური სამართლებრივი სისტემა.

ის უნდა მობრუნდეს, მივცეთ მუშაობის საშუალება, ის არის ბრწყინვალე რეფორმატორი, მან ეს უკვე დაამტკიცა, უნიჭოები არ ვართ ქართველები, რომ ვერ მოვახერხოთ დასავლური ტიპის მართლმსაჯულების შექმნა.

არ გავასამართლებინოთ იმ სასამართლოს, რომელიც თავად არ მომწონდა როდესაც ოპოზიციაში ვიყავი. გამართული მართლმსაჯულების ქვეშ ყველა ნიჭიერი ქართველი გამოსაყენებელია“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გამსახურდიასაც უმტკიცებდნენ, თუ ჩამოვიდოდა, ყველაფერი კარგად წავიდოდა და ბოლოს მის გარშემო 4 კაცი დარჩა

👉 „სამოქალაქო დაპირისპირებაც სავარაუდოა, თუ სააკაშვილი საზღვარს გადმოლახავს“

👉 „მისი ჩამოსვლა გარანტირებულ დაპატიმრებას ნიშნავს“