მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ“ - ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე

პარლამენტარი იაგო ხვიჩია

„ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში დღესაც იღებს მონაწილეობას, სასწრაფოდ გავიდეს ამ პროცესიდან“, - ამის შესახებ „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

„აქედან გაკვეთილს გამოვიტანთ თუ არა მთავარი შეკითხვა ეს იქნება, თორემ ფაქტია რომ ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ. სანამ ჩვენ, ადამიანებს დაგვაინტერესებს სხვისი პირადი ცხოვრება და ისეთი საკითხები, რომელიც არასაჯარო ცხოვრების ნაწილს განეკუთვნება მანამდე ასეთს სულ გადაიღებდნენ.

ჩემი აზრით, ამის მიუხედავად ამ ქვეყანაში რაღაცა აუცილებლად შეიცვლება და ყოველთვის ეს კონფიგურაცია ვერ იქნება. ვურჩევდი ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ პროცესში დღესაც იღებს მონაწილეობას, სასწრაფოდ გავიდეს ამ პროცესიდან“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

ინფორმაციისთვის, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის საუბარი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ამას სადღაც წერტილი უნდა დაესვას“ - იოსელიანი ფარულ ჩანაწერებზე

🔴 „ეკლესიას არჩევნებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“ - ძაბირაძე

🔴 ქართულმა სახელმწიფომ და ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გაუძლო მრავალი იმპერიის შეტევას და ამ სასოწარკვეთილი ნეობოლშევიკების შეტევასაც გაუძლებს - მამუკა მდინარაძე