მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთოდ გასარკვევია რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ ჩანაწერების გარეთ გამოტანა“- გიორგი ხოჯევანიშვილი

გორის და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, 2020 წ.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბრალდება, რომ ფარული ჩანაწერები შესაძლოა გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა გაავრცელეს, უსაფუძვლოა.

მისი თქმით, გასარკვევია რა მიზანს ემსახურება ამგვარი დოკუმენტების გასაჯაროება.

„საერთოდ გასარკვევია რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ ჩანაწერებისა და დოკუმენტების გარეთ გამოტანა და რამდენად ავთენტიკურია. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ.

რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ჩვენ ასეთი ბრალდებები აქამდეც მოვისმინეთ, მერეც შესაძლოა მოვისმინოთ, მაგრამ სამწუხაროდ, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება“, - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, თუ საჭიროება იქნება, პოლიციაში გამოკითხვაზე მივა, ხოლო უსაფუძვლო ბრალდებებზე ხალხს თავისი რეაქცია და პასუხი ექნება ხელისუფლებისადმი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელებაში შესაძლოა გიორგი გახარიას გუნდის წევრები მონაწილეობდნენ.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „თუ საზოგადოება ამას იტანს, წუწუნს თავი უნდა გაანებოს და იმსახურებს იმას, რაც არის“ - გია ხუხაშვილი ჩანაწერებზე

⭕ „მსგავს სისულელეებზე სამართლებრივი დავის დაწყება არასწორია“ - საპატრიარქოს იურისტი ჩანაწერებზე

⭕ ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე - ეს არის მორიგი ბინძური პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი სარწმუნოების, მღვდელმთავრების, მთლიანად ეკლესიის, როგორც ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის წინააღმდეგ