მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისში ქალი მოკლეს

არ გადაკვეთო

თბილისში, საბურთალოზე გვიან ღამით ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე ესროლეს.

თვითმხილველებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. ქალს მკვლელმა 10-მდე ტყვია ესროლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი არ იყო საქართველოს მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში PIA.GE-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.