მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

მგზავრები მეტროში საზოგადოებრივი ტრნსპორტის აღდგენის შემდეგ, 29 მაისი 2020 წ.

13 სექტემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა 14 აგვისტოდან მოქმედებს.