მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

პირბადის ტარება Pia.ge

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგულაცია ძალაში 10 აგვისტოდან შევა.

შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების სავალდებულოობის რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გასცა.

დარღვევისთვის ჯარიმა კვლავ 20 ლარი იქნება.