საზოგადოება

კახა კალაძე: კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა გაზრდილია

კახა კალაძე
1624957229
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

თბილისის მერმა საზოგადოებას მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში გააცნო და მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

„სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდებოდა, რომ არა ის პანდემია და გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო დგას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩემთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თბილისელებს, რადგან მათი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით იმის გაკეთება, რაზედაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ.

რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა. მიხარია ის დამოკიდებულება, რომელიც თბილისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია.

შემთხვევითი არ არის, რომ კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ ძალიან გაზრდილია ნდობა და მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, ძალიან საამაყოა. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

1634386499
სახელმწიფოს მხარდაჭერით
შექმნილი საწარმო „NUTSGE”
თხილის ექსპორტს
რამდენიმე ქვეყანაში
ახორციელებს

სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმო „NUT...

კომპანიამ „NUTSGE“ თხილის გადამმუშავებელი საწარმოს შესაქმნელად 2 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500,000 ლარზე მეტი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, 600,000 ლარზე მეტი კი, შეღავათიანი აგროკრედიტი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

გაწეული ღვაწლისთვის ვეტერანებს არაფერი მ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვეტერანების დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.