საზოგადოება

კახა კალაძე: თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება შეუძლებელია

მე როგორც ოთხი შვილის
მამას, მსიამოვნებს, რომ
თბილისის ბაგა-ბაღებში
თანამედროვე სტანდარტები
დავნერგეთ
1624952808
დაკოპირებულია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიშს აცნობს.

ანგარიშის პრეზენტაციაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მერიისა და გამგეობების მიერ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება სწორი მართვისა და მენეჯმენტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

„უკვე მეექვსე კვირაა, რაც საზოგადოებას ვაბარებთ ანგარიშს იმ პროექტებთან და საქმეებთან დაკავშირებით, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. 2017 წელს საზოგადოებას დავპირდით, თუ რა პროექტები იქნებოდა განხორციელებული.

მთელი ამ წლების განმავლობაში, ვიყავით ძალიან აქტიური, ყოველდღიური კომუნიკაცია გვქონდა საზოგადოებასთან, თუმცა, რადგან ოქტომბერში ჩვენი უფლებამოსილების ვადა იწურება, ვალდებულად ვთვლით თავს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ყველა იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც ქალაქის მასშტაბით ჩატარდა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, 2017 წელს მუნიციპალიტეტის მერიის სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა.

„2017 წელს ჩვენი სლოგანი იყო - „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, რომელიც ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავდა. პირველი, ეს არის ურბანული პოლიტიკა. მეამაყება, როგორც ქალაქის მერს, რომ ჩვენ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოსურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს; შემდეგი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სატრანსპორტო პოლიტიკა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება.

რა თქმა უნდა, აღნიშნული პოლიტიკის რეფორმის განხორციელებას, გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა პირველ ნაბიჯებს საზოგადოება უკვე ხედავს; ასევე, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის პოლიტიკა, რომელიც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ მიმართულებით, ძალიან კარგი პროექტების განხორციელება მოხერხდა, როგორც გამგეობების, ასევე, მუნიციპალურ დონეზე; ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ბიუჯეტში ეს კომპონენტი სერიოზულად არის გათვალისწინებული; ასევე, ვისაუბრეთ ჯანდაცვისა და სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ მოჰკლებია.

პირიქით, დაემატა თანხა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა; შემდეგი მიმართულება ეს არის კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალგაზრდებს ვუთხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კულტურული მიმართულებითაც, ბოლო წლებში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა.

„რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმ ყველაფრის განხორციელება, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი. დღეს გვაქვს სურვილი, გესაუბროთ მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკაზე, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

„ფაქტობრივად დიდი სივრცე
დამხვდა, რომელსაც არც
კედელი ჰქონდა და არც
არაფერი“

„ფაქტობრივად, დიდი სივრცე დამხვდა, რომელ...

რამაზ დავლაძე, რომელსაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაეღუპა, აცხადებს, რომ მან პირველ სართულზე მიმდებარე სამუშაობი პირველ ოქტომბერს მოინახულა და მუშები გააფრთხილა, მზიდი კედლებისთვის ხელი არ მოეკიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

1634390928

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

1634390346

საქართველოს მსჯავრდადებულ ქალთა გუნდმა მსჯავრდადებულთა შორის ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

1634389968

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

1634387462
ნატო-ს გენერალური მდივნის
თანაშემწე

საქართველოში ნატოს გენმდივნის ახლად დანიშნული...

პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე და ამავდროულად კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა მომდევნო კვირას საქართველოს ეწვევა, - ამის შესახებ ხავიერ კოლომინა „ტვიტერზე“ წერს.

ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფო...

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

1634380049
ქვეყანას მძიმე ზამთარი და მეხუთე ტალღა ე...

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე და ექიმი ანი ქავთარაძე სატელევიზიო ეთერში, მეხუთე ტალღის დასაწყისზე და ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობენ.

5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისა...

გერმანულმა კომპანია ფაიზერმა ევროპის წამლების სააგენტოს 5-11 წლის ბავშვების აცრის ნებართვის მისაღებად მიმართა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.