მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს, ბავშვებს ონლაინ სწავლება უჭირთ“ - გამყრელიძე

დაავდევა კონტროლის ცენტრის დირექტორი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს, რადგან ონლაინ სწავლება განსაკუთრებით რთულია მე-5 და მე-7 კლასის ბავშვებისთვის.

გამყრელიძის თქმით, სწავლა რომ დაიწყოს აუცილებელია მაქსიმალური რაოდენობით ვაქცინაცია.

„სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი მე-5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 22 733 ადამიანი აიცრა

🔴 „თუკი პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-ზე ავიყვანთ, ყოველთვიურად დავზოგავთ 50-70 ადამიანის სიცოცხლეს“ - გამყრელიძე

🔴 2210 ინფიცირება, 74 გარდაცვალება, 5587 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში