მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს რკინიგზა“ 23 ივლისიდან  ბათუმის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს

სამგზავრო გადაყვანები საახალწლო დღეებში განახლდება

23 ივლისიდან „საქართველოს რკინიგზა“ ბათუმის მიმართულებით ღამის რეისს ამატებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მოძრაობის ახალი განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

თბილისი - ოზურგეთი - თბილისი

თბილისი - ზუგდიდი - თბილისი

მათივე ცნობით, ბილეთები უკვე იყიდება.

აქვე შეგახსენებთ, კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:👇

🔴 გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით

🔴 ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული

🔴 მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად

🔴 პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.